ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მისაქციელის, ნატახტარისა და ახალუბნის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელში, ნატახტარსა და ახალუბანში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნატახტარში. პროექტის ფარგლებში არსებული შენობა სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა. რამდენიმე თვის წინ სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც გაიხსნა. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო ნატახტარში და განხორციელდა გარე განათების მონტაჟი ახალუბანში, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემას მისაქციელში.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, მისაქციელში, ნატახტარში და ახალუბანში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზეც იმსჯელეს. პრიორიტეტულ მიმართულებებად საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა.

მცხეთა-მთიანეთში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების უკვე 6 სოფელში შედგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა