ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2019

ვახტანგ ძაბირაძე - “ნიკა გვარამიას დაკავება “ოცნებას” კარგს არაფერს მოუტანს”

კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ნიკა გვარამიას დაკავება “ოცნებას” კარგს არაფერს მოუტანს”

ბოლო პერიოდში ნამდვილად იკვეთება ძალადობის ტენდენციები და არ ვგულისხმობ მხოლოდ 20-21 ივნისის მოვლენებს. მას შემდეგ განვითარებული პროცესები, დაკავებები, ასევე ტელევიზიებთან დაკავშირებით რასაც ვუყურებთ, თუ ამ ყველაფერს ერთ დიდ სურათად წარმოვიდგენთ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ნამდვილად ცდიკობს უფრო მკაცრი ხელისთ დაარეგულიროს ვიტარება. აშკარად იკითხება, რომ ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ ის მართავს პროცესებს, აკონტროლებს ყველაფერს. კი ბატონო, ასეც არის, ხელისუფლება უნდა მართავდეს პროცესებს და აკონტროლებდეს კიდეც, მაგრამ ეს ასე არ კეთდება”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით, “ნიკა გვარამიას დაკავება “ოცნებას” კარგს არაფერს მოუტანს / ვახტანგ ძაბირაძე: “ჩუბინიძის მიმართ კითხვები ჩნდება”.

“არ შეიძლება შენმა ნამოქმედარმა უკურეაქცია გამოიწვიოს. პირიქით, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, რომ რაც შეიძლება ვითარება სტაბილური გახადოს, პროცესები დაამშვიდოს და ამ ფონზე აკონტროლოს და არა პირიქით... პარალელს სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდთან ნამდვილად ვერ გავავლებდი, ჰგავს ნაწილობრივ, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება. სააკაშვილი, რაც ხელისუფლებაში მოვიდა თანდათან აძლიერებდა რეპრესიებს და მისი მმართველობის ბოლო წლებში მასშტაბური ხასიათი მიიღო. დღეს ასეთი მასშტაბური არ არის, თუმცა რეციდივები ნამდვილად არის”, - აღბნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

გიორგი გახარია საკითხი არა მგონის მარტივად ჩამთავრდეს და დღის წესრიგიდან მოიხსნას. ხოლო ის, რომ გახარიასთან ერთად ჩუბინიძის თემაც გააქტიურდეს, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მე ასე უფრო ველოდები მოვლენათა განვითარებას - გახარიასთან ერთად იქნება ჩუბინიძეც. მართლაც კადრებში ჩუბინიძე ჩანს. ეს ყველაფერი გამოძიების საგანია, თუმცა აქამდე დაკითხულიც არ არის. მეტიც, პროკურატურაში გამოძახებულიც არ არის. ბუნებრივია, ჩუბინიძის მიმართ ჩნდება კითხვები: რა ფუნქციის მატარებელი იყო იმ დროს მისი ყოფნა სპეცდანიშნულების რაზმის რიგებში?”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ნიკა გვარამიას დააკავებენ?” - პასუხობს:

“ქართული ოცნებისთვის” ეს პოლიტიკურად მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. ხელისუფლებას ძალიან მყარი არგუმენტებიდასჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ გვარამიას დაკავება აუცილებლობით იყო განპირობებული და აქ შერჩევითი სამართალი არაფერ შუაშია. თუ ასეთი მყარი არგუმენტები არ ექნება და ამაში ვერ დაარწმუნებს საზოგადოებას შინ და გარეთ, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მეტი არაფერი. ეს კი კარგს არაფერს მოუტანს ხელისუფლებას”.

კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია

მმართველ პარტიაში შეგუებულები არიან, რომ სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია. გადაწყვეტილია პრემიერის გამოცვლაც. “ქართული ოცნების” ბაზაზე არსებული რამდენიმე დაჯგუფება ცდილობს საკუთარი ფავორიტი გაიყვანის პრემიერის პოსტზე. თბილისის მერი “ოცნებაში” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. კახა კალაძეს თავის გუნდიც ჰყავს, მაგრამ ამ გუნდში ისეთი არავინაა, ვინც ეტყვის ბიძინა ივანიშვილს. კალაძე კარგი პრემიერი იქნებაო. ამიტომ კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა. ეს ცოტა ხნის “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია.

“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მერმა პირდაპირ თქვა, ქალაქს უკვე ჩემი ხელი დავატყვე და ცუდი პრემიერი არ ვიქნებიო. აქამდე მას შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა, თანაც საშინლად, მაგრამ ივანიშვილმა ცოცხალი თავით არ გაუშვა ამ უწყებაში. უთხრა, ისიც გეყოფა 2012 წელს სამინისტრო რომ გამოგიცვალეო... ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა კალაძე თავიდან ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნა, მაგრამ მინისტრმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ინფრასტრუქტურა ჩემი საქმე არ არისო, დიდი წივილ-კივილით გადააყვანინა თავი ენერგეტიკის მინისტრად მთავარ მეოცნებეს. ენერგეტიკის სფეროში თბილისის მოქმედ მერს რომ ინტერესები აქვს, ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო ცნობილი, როცა ის სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო. კალაძე იმდენად ახლოს იყო სააკაშვილთან, რომ ნაციონალების ბელადი ორი ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტად მისი კანდიდატურის დასახელებას აპირებდა. 1023 წლისთვის ქვეყანაში მთავარი პირი ხდებოდა პრემიერი და პრეზიდენტი კალაძე მას ხელს არ შეუშლიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობა კალაძემ თავად მოისურვა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იხსენებდა, რომ კალაძემ გამაცხადა, რომ პრტეზიდენტობა სურდავ - იმ დროს კალაძე ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო. როგორც ადეიშვილი ყვება, მათ ეგონათ, რომ ფეხბურთელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, მასგრამ როცა დააზუსტეს გაიგეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტობა სდომებია. თავმდაბლობა კალაძემ არც ამ შემთხვევაში გამოავლინა და განაცხადა, რომ ცუდი პრემიერი არ იქნება. სხვა ჩინოსნებისგან განსხვავებით ის რაღაცას მაინც აკეთებს და ბახტაძეზე უკეთესი პრემიერი მაინც იქნება.. თან არც ივანიშვილზე იქნება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერმა თქვა, რომ გაპრემიერების შემთხვევაში მთავრობას თავისი გუნდის წევრებით დააკომპლექტებს და მათ მუშაობაზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენი წყაროს თქმით, კალაძე მთავრობაში დასაქმებას ირაკლი კობახიძესაც უპირებს", - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა