დიღმის მასივში საბავშვო მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეებისა და საბავშვო მოედნების მოწყობას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა, მე-7 და მე-12 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.

დასასვენებელ სივრცეებში განთავსდა საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკვერების ნაწილი მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და დამონტაჟდა LED განათების სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა, ასევე, ფიტნეს ზონები, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ასაკის მომხმარებელზე.

გარდა ამისა, ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.

განხორციელებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife