ნიკა გვარამია - ჩემგან გადაეცით პაატა სალიას, თავზე გადაიხიოს სარჩელი - ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება

პირადად შენ, პაატა სალია, დახურე “რუსთავი2“ და ამიტომ აუცილებლად აგეხევა სახე - გპირდები! - ამ განცხადებით “რუსთავი2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის მოქმედ დირექტორს პაატა სალიას მიმართა.

გვარამიამ სალიას და „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ბრალდებებს ამავე ტელევიზიის ეთერში უპასუხა.

“ვერაფერს გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი “ქოცები“ წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ. შენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება - შენ არარაობა, წარმოდგენა გაქვს, რა დახურე?.. პირობას ვდებ, როგორც კი “ქოცები“ გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში დაადგამს თუ არა ფეხს საქართველოს მიწაზე, პირდაპირ ციხეში აღმოჩნდება, ამ ისტრიული კატასტროფის მოწყობისათვის. პირობას ვდებ, ეს არარაობაც, პაატა სალიაც ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი მენეჯმენტი კომპანიის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად, სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი არქივის გაყიდვა დაასახელა.

“არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს. არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ შენ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი, მაგრამ ხარ არარაობა და ვერ იქნება ის, რაც უნდა იყო! “, - მიმართა გვარამიამ პაატა სალიას.

გვარამია სალიას მიერ დაანონსებულ ახალი სამართლებრივი დავის დაწყებასაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, ციხეში ჩაჯდომა თავად სალიას მოუწევს.

“ჩემგან გადაეცით, თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი იმ სასამართლოსთან ერთად, რომელიც სასამართლო არ არის. ასე გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისათვის. დამელოდოს, დამელოდოს...", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება