უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია დღესაც გაიმართება

უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია დღესაც გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიელმა კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი და მანქანებს არ ატარებდნენ.

"ადგილობრივების მოთხოვნაა, დღესვე დაიწყოს კოშკების რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, კოშკების 90% სავალალო მდგომარეობაშია. მათი რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს დღესვე, თორემ წლევანდელ ზამთარს ვერ გაუძლებენ", - ამბობს მარიამ ხაჭვანი.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის და პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისვლას ითხოვენ. ხაჭვანი ამბობს, რომ გუშინ უშგულში მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ავიდა, თუმცა ადგილობრივები მას არ შეხვდნენ.

კაპიტონ ჟორჟოლიანის განმარტებით, მან მოგვიანებით მოსახლეობასთან შეხვედრა შეძლო და მათი პრობლემების შესახებაც მიიღო ინფორმაცია.

"ვესაუბრე მოსახლეობას. მათი მოთხოვნაა, გზა, ელექტროენერგია და კოშკების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ასევე არის მოლაპარაკებები აქციის მონაწილეების კიდევ ერთ მოთხოვნაზე, რომ მათ სურთ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოსვლა", - ამბობს მესტიის მერი.

უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა