ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2019

“საქართველო დარტყმის ქვეშ ექცევა” - რა იარაღით პასუხობს ვაშინგტონი მოსკოვს შავ ზღვაში

რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან

***

“საქართველო დარტყმის ქვეშ ექცევა” - რა იარაღით პასუხობს ვაშინგტონი მოსკოვს შავ ზღვაში

"შავი ზღვა სტრატეგიული შეიარაღებისა და სამხედრო რბოლის ეპიცენტრი ხდება. ამერიკელებმა რუმინეთში, სამხედრო ბაზაზე დროებით დაყენებული სარაკეტო სისტემა „ეიჯის" სარაკეტო სისტემით შეცვალეს, - ამით ამერიკელებმა რუსებს უპასუხეს, როდესაც მოსკოვის ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ. საქართველო კი ერთგვარი დარტყმის ეპიცენტრშია," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია შავი ზღვის აკვატორიაში არსებული მდგომარეობისა და საქართველოს როლის შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “საქართველო დარტყმის ქვეშ ექცევა” - რა იარაღით პასუხობს ვაშინგტონი მოსკოვს შავ ზღვაში

"მაისაიას განცხადებით, შავ ზღვაში არსებული ვითარება ახალ ფაზაში გადადის, რაც აშშ-ის, ირანისა და რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარეობს. საუბარია სარაკეტო კომპლექსების შეცვლასა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებაზე. „შავი ზღვა, ფაქტობრივად, ხდება სტრატეგიული შეიარაღებისა და რბოლის ეპიცენტრი. ამერიკელებმა სარაკეტო სისტემა, რომელიც რუმინეთში, სამხედრო ბაზაზე დროებით იყო დაყენებული, „ეიჯის" სარაკეტო სისტემით შეცვალეს, რაც ტომაჰავკის სახმელეთო ვარიანტია, - ეს არის ის, რითაც ამერიკელებმა რუსებს უპასუხეს, როდესაც მოსკოვის ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ. „მოსკოვის ხელშეკრულება ხუთი ათას კილომეტრის ზემოთ არსებული სარაკეტო კომპლექსების განვითარებას კრძალავდა, მხოლოდ საზღვაო ბაზირების უნდა ყოფილიყო, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულებაში ჩასმული არ გახლდათ, თუმცა, 2 აგვისტოს ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, ამერიკელებმა ამ სისტემის განლაგება რუმინეთში დაიწყეს, - ამერიკამ რუსეთის მიმართულებით ასეთი კონტრსვლა მოახდინა, მაგრამ არც ირანელები რჩებიან ვალში და 22 აგვისტოს ეროვნული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემის, ბაგარ 373-ის დემონტრირება იგეგმება. "ირანალები, ფაქტობრივად, ევროპის კონტინენტზე, ამერიკულ სამხედრო ბაზებისკენ მიიწევენ. ეს რეალური დარტყმის ქვეშ მოაქცევს ასევე შავი ზღვის აკვატორიის მიმდებარე სახელმწიფოებს. ირანის მიერ ამ სისტემების განთავსებით შავი ზღვა გადაიქცევა სტრატეგიული შეიარაღების ეპიცენტრად," - აღნიშნა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას სიფხიზლისა და გარკვეული რეაგირებისკენ მიუწოდებს, რადგან, როგორც მაისაია აცხადებს, საქართველო ამ შემთხვევაში ერთგვარი დარტყმის ქვეშ ექცევა. „ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთი საპასუხოდ კიმჯალების საჰაერო კომპლექსების განლაგებას აპირებს, - ტაქტიკური ბომბდამშენი სუ-34-ის, რომელსაც შეუძლია სერიოზული სარაკეტო სისტემების გადატანა სამხრეთ ოლქში. ისინი ასევე აპირებენ მეხუთე თაობის სტრატეგიული ბომბდამშენი სუ-57-ების განლაგებას ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს. „რუსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის შავის ზღვის სამხედრო ფლოტს ძლიერი პოტენციალი გააჩნია, თუნდაც სტრატეგიული შეიარაღების დაბალანსების მიმართულებით. "ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ ასევე შეიძლება განათავსონ სუ-34 და მიგ-31 გუდაუთის ბაზაზე, ისე როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერატიულ-სტრატეგიული კომპლექსები სუ-300 და სუ-400, რომელიც ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა. „საქართველო ყველა ვარიანტში ერთგვარი დარტყმის ეპიცენტრშია. ამიტომაც, მე პირადად, შესაბამისი პირების ადგილას, უშიშროების საბჭოს სხდომას ან ექპერტებთან დახურულ შეხვედრას მოვიწვევდი, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არიან და დროს დავუთმობთი სტრატეგიული შეიარაღების ბალანსის საკითხებს, თუ როგორია შავი ზღვის რეგიონში," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან

„პარლამენტის წინ მიმდინარე აციების ერთ-ერთმა ორგაინზატორმა გიგა მაქარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ 20 სექტემბრიდან შესაძლოა პარლამენტის წინ აქცია უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდეს. მაქარაშვილისვე თქმით, დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე ბევრ ხალხს ელოდებიან, ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა რეგიონში ჩავლენ, რათა საზოგადოებას აუხსნან, თუ რატომაა აუცილებელი მათი ამ აქციაში მაქსიმალური ჩართულობა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ დაგეგმილი აქცია ორგანიზატორებს შესაძლოა არ გამოუვიდეთ, რადგან ერთი და იგივე თემის თავიდან განახლება ისეთი სიმძაფრის აღარ იქნება. "მე ვიცი, რომ ამას აპირებენ და ამის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ აქციების განახლებას რაიმე ახალი აჟიოტაჟი მოჰყვეს, ან დიდხანს გაგრძელდეს, აქციის ერთი და იგივე თემის ისევ თავიდან განახლება, არც ისეთი სიმძაფრის აღარ იქნება. "ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ძალიან კარგი იქნება, რომ ვცდებოდე და მართლაც შეძლონ 24-საათიან რეჟიმში აქციების ჩატარება, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს გამოუვიდეთ, არ გამოვა, ეს თემა, შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია. "ამაზე მძიმე თემები ყოფილა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ის, რომ პერმანენტული აქციების შეწყვეტის შემდგომ ისევ განახლებულიყოს, მსგავსი რამ არ მახსენდება მიუხედავად იმისა, რომ აქციების ორგანიზატორები მაშინ საკმაოდ ცნობილი პიროვნებები იყვნენ და მეტ-ნაკლებად მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ",-ამბობს ანალიტიკოსი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, მოთხოვნების დამატებას არანაირი აზრი აქვს იმიტომ, რომ აქციას ისეთივე სიმძაფრე აღარ ექნება. "რა მოთხოვნებიც არ უნდა დაამატონ, ლაპარაკი მოთხოვნების სიმძაფრეზე კი არაა, ლაპარაკია იმაზე, რომ რაიმე ახალი ისეთი თუ მოხდება, რომელიც მოსახლეობაში აღშფოთებას გამოიწვევს, თუ არაფერი ისეთი არ მოხდა და იმ ტემპით გაგრძელდა, როგორიც დღესაა, რა მოთხოვნებიც არ უნდა დაამატონ, აქციები განწირული იქნება იმისთვის, რომ 20-30 კაცი მივა. "შეიძლება თავიდან ხალხის რაღაც რაოდენობის მობილიზება შეძლონ, მაგრამ მეეჭვება რომ პერმანენტული 24-საათიანი აქციის გაკეთება შეძლონ. ცუდი ისაა, რომ ასეთ რაღაცეებს უკუეფექტი მოსდევს, ჰგონიათ, რომ ამ პერმანენტული აქციებით საზოგადოების მობილიზებას მოახერხებენ და როდესაც ვერ ახერხებენ, მობილიზების ნაცვლად იწყება საზოგადოების დემორალიზება და ეს არ ვარგა, მითუმეტეს არჩევნების წინა პერიოდში საზოგადოების დემორალიზება არ ვარგა. "ჯერ კიდევ, როდესაც აქციები გრძელდებოდა მე კაი ხანია ვურჩევდი, რომ ამ აქციისთვის მოეძებნათ ნორმალური დასასრული, არაფერი ასეთი არ მოძებნეს და ვითომ აქცია გადავიდა სარედაქციო რეჟიმში, რა მოიტანა ამან, იციან? ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდეს გახარიას გადადგომას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქიდან თუნდაც 1% 24 საათი აქციაზე მოვა, ტოლობის ნიშნის აქ დასმა არ შეიძლება”, - განაგრძობს გამოცემა.

"ძაბირაძემ 2009 წლის საპროტესტო აქციებიც გაიხსენა და შეადარა, რომლებიც უშედეგო იყო. "30 წელია ამ აქციების მეტი არაფერი გვიკეთებია, გამოდის რომ ისევ არ გვესმის რა გავაკეთოთ და როგორ, კი ბატონო, გააკეთონ, მაგრამ უკუშედეგი არ მიიღონ. თუ არ გადააყენებს გახარიას პარლამენტი, არც თავად არ გადადგება. სხვა რა მექანიზმი არსებობს მისი გადაყენებისა? "2009 წელს სამი თვე იყო რუსთაველი და თავისუფლების მოედანი კარვებით გადაჭედილი და რა შედეგი ჰქონდა? მაშინაც ამ აქციებმა საკმაოდ ნეგატიური ეფექტი გამოიწვია, 2009 წელსაც ვერ მოახერხა მაშინდელმა ოპოზიციამ აქციის ნორმალურად დასრულება. ვერაფერი ვერ მოიფიქრა. როდესაც ამ საქმეს ხელს ჰკიდებ, როდესაც პასუხისმგებლობას იღებ ხალხის და ქვეყნის წინაშე, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდე. "მოხარული ვიქნები თუ აქედან რამე გამოვა, მაგრამ მოვა 20 სექტემბერიც და მაქსიმუმ 2 კვირა თუ გაგრძელდა აქცია, მერე ჩამოვა იგივე რაოდენობაზე მაქსიმუმ 100 კაცი შეიძლება იყოს ყოველ საღამოს, კი ბატონო იყვნენ, მაგრამ ამით რა", - ამბობს ძაბირაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო