სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შიოლაშვილმა მერის წარმომადგენლებთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ასევე, სოფლის საჭიროებებზე და მოსაგვარებელ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა ნებისმიერი პროექტის შესრულებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება 2020 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"