საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრენიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ბირთველიშვილი სხვადასხვა დროს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსი; 2010-2012 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, N17-ე დაწესებულების დირექტორად; 2014 წლიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებლად, ხოლო შემდეგ - ამავე რეგიონში ქარელის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს გამომძიებლად;

2014-2015 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე;

2015-2016 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსად;

2016-2017 წლებში მან საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

2017 წლიდან ამ დრომდე ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)