დედოფლისწყაროს მერმა მოქალაქეებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გააცნო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოქალაქეებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ ჯანიაშვილი პროგრამით მოსარგებლეებს მერის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან და სპეციალისტებთან ერთად ეწვია. მერის განცხადებით, ის და მისი თანამშრომლები მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდებიან და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას გააცნობენ.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში , მოქალაქეებს 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35-ზე მეტი სამედიცინო პრეპარატის შეძენა სიმბოლურ ფასად-1 ლარად შეუძლიათ.

„აღნიშნული სამედიცინო პაკეტით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და მოსარგებლეთა ჯგუფების შესახებ დეტალური ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ ხორნაბუჯისა და ზემო მაჩხაანის მოსახლეობას პირადად მიაწოდა და საინფორმაციო მასალა გადასცა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025