საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებში  ათი სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს

თელავის, რუსთავის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სტუდენტი 1 თვის განმავლობაში იმუშავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტები დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნობიან და მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ანგარიშებს წარადგენენ. მათ ასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და გაეცნონ საკრებულოს კომისიების და აპარატის მუშაობას.

„სტუდენტები თვითმმართველობაში 2019“ - ამ სახელწოდების პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინციატივით საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

სტუდენტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი შეხვდა და პროექტის სპეციფიკაზე ესაუბრა.

პროექტის ამოცანაა სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაიღრმავონ. ასევე, დამხმარე თანამშრომლის სახით სარგებელს მიიღებს მუნიციპალიტეტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი მუნიციპალიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებით 1 თვის განმავლობაში სტუდენტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას გაეცნობიან.

„სამართლის და მუნიციპალური სამართლის სპეციალობის პრაქტიკანტებს, რომლებიც წარმოშობით იმ მუნიციპალიტეტებიდან არიან, სადაც პროექტის შესაბამისად განაწილდნენ, ფინანსურად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უზრუნველყოფს.

GIZ-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სტუდენტები 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს