ბათუმში საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საპენსიო სააგენტო გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. რეფორმის შესახებ საინფორმაციო სახის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, სტუდენტებმა რეფორმის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე სიახლეებს, დაინტერესდნენ საინვესტიციო პროცესის დაწყებითა და რისკის სტრუქტურის სამოქმედო გეგმით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კალკულატორის მეშვეობით, საპროგნოზო პენსიაც გამოითვალეს. ასევე მიიღეს ინფორმაცია, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 860 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, აკუმულირებული თანხა კი 320 მილიონ ლარს შეადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს