ოთარ დანელია აბაშაში ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდა

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია მუნიციპალიტეტში ფერმერებს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მარანში, კოოპერატივ „სოკოს სახლში“ იმყოფებოდნენ, რომელიც რამდენიმე წელია ზაალ ჩიმაკაძემ და მარინე კანიაშვილმა ჩამოაყალიბეს და სოკო მოჰყავთ. მათ ასევე, 2,5 ჰა-ზე გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერეს.

მაჟორიტარი დეპუტატი მრავალწლიანი ქლიავის და თხილის ბაღებში იმყოფებოდა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან მოისმინა.

ოთარ დანელია ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მაჟორიტარ დეპუტატსა და მერთან შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება დაასახელეს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა