გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 15 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო -პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00-დან 09:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე აბონენტებს ქალაქ დუშეთსა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა სტეფანწმინდასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა თიანეთსა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ხოლო 12:00-დან 18:30 საათამდე - სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, ავჭალის მასივში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს