გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 15 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო- პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00-დან 09:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე აბონენტებს ქალაქ დუშეთსა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა სტეფანწმინდასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა თიანეთსა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ხოლო 12:00-დან 18:30 საათამდე - სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, ავჭალის მასივში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა