სვანეთში სამი უცხოელი ტურისტის სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში სამი უცხოელი ტურისტის სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. ისინი ბელარუსები არიან.
შეგახსენებთ, რომ ტურისტები თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდნენ, როდესაც ტურისტები ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ.

























