ნაზი ჯანეზაშვილი - სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი ადამიანი დაინიშნება

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, ცხადია, დაინიშნება მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც იქნება მიხეილ ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ აირჩევა.

„სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ ცხადია, დაინიშნება მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც იქნება ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი. არავინ დაიჯეროს, რომ შეიძლება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდეს ადამიანი, რომელიც უბრალოდ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩეს. დარწმუნებული ვარ, წინასწარ ეს მასთან იქნება შეთანხმებული, თუ ვინ უნდა გახდეს მისი მოადგილე. შენგელია არის მოვალეობის შემსრულებელი, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი დაინიშნოს, მაგრამ მე შიდა ქსელში არანაირი ინფორმაცია არ მომაწოდეს იმის შესახებ, ვინმეს აქვს თუ არა სურვილი, რომ გახდეს ჩინჩალაძის მოადგილე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შერჩევის საკითხს განიხილავს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს