ფოთში შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლები გაიფიცნენ

ფოთში შპს “ბარვილ ჯორჯიას" თანამშრომლები გაიფიცნენ. აღნიშნული კომპანია საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს. შეკრებილები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორებას მოითხოვენ.

“ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს და ვითხოვთ გაზრდას. კადრები საკმარისი არ არის. 5 წელიწადია ვმუშაობთ 12 საათიან ცვლაში და გვინაზღაურებენ 10 საათის ნამუშევარს. უსაფრთხოების ნორმებიც გასაუმჯობესებელია. წერილობით მივმართეთ ხელმძღვანელებს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. თუ არ გაკმაყოფილებთ ჩვენი პირობები, გააჩერეთ მუშაობაო. ასე გავაგრძელებთ, ვიდრე არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ბარვილ ჯორჯიას“ გამშვები ბიუროს ოპერატორმა გიორგი ებრალიძემ.

აქციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. იგი „ბარვილ ჯორჯიას" თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანს უწოდებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასების მომატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, რაც სავსებით სამართლიანია. აქ დასაქმებულებს 21-ე საუკუნეში 12-დღიანი შრომითი ხელშეკრულებები გააჩნიათ და ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ჩვენ, პროფკავშირები ვაპირებთ სამართლიან ბრძოლას. თუ ეს კომპანია იყიდება, ეს ადამიანები უპირობოდ უნდა გადავიდნენ მეორე კომპანიაში,“ - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ.

კომპანია „ბარვილ ჯორჯიაში“ კომენტარს არ აკეთებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა