სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი შენგელია გამწესდა, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე - მიხეილ ჩინჩალაძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე, ამავე პოსტზე მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელიას გამწესებას მხარი დაუჭირეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის გამწესებას.

არც ერთ ვაკანსიაზე სხვა განაცხადი შესული არ იყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.

კენჭისყრამდე მათ სურვილი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ ვაკანსიებზე გამწესების მსურველებს საბჭოს წინაშე გასაუბრება გაევლოთ, რასაც საბჭოს მოსამართლე წევრები არ დაეთანხმნენ.

ამასთან, სხდომაზე შელაპარაკება იყო ნაზი ჯანეზაშვილსა და ირაკლი შენგელიას შორის.

კონკრეტულად, ნაზი ჯანეზაშვილს ირაკლი შენგელიასთან იმ განცხადების თაობაზე ჰქონდა კითხვა, რომელიც თანამდებობაზე მის გამწესებას შეეხებოდა. საბჭოს არამოსამართლე წევრმა იკითხა, უნდა თუ არა თარიღი განცხადებას, რის შემდეგადაც აღნიშნა, რომ ირაკლი შენგელიამ „განცხადების წერა არ იცის". აღნიშნულის შემდეგ ირაკლი შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს უვიცი უწოდა და განაცხადა, რომ „ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდეს საბჭოს წევრი რომ არის".

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს