პაატა შეშელიძე - როგორც ჩანს, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება სხვა ფორმატით მოხდება

ანაკლიის პორტის პროექტი არ გაჩერდება - როგორც ჩანს, მისი განხორციელება სხვა ფორმატით მოხდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ “კონტი ჯგუფის“ გასვლის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

შეშელიძის თქმით, ჯერჯერობით ტენდერის პირობები ძალაშია და თუკი მათი გადახედვა მოხდა, ცხადია, ფორმატი იქნება სხვა.

“რაც წავიკითხე, განმარტება ორ ფაქტს უკავშირდება. პირველი არის ის, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის მთავრობისათვის წარდგენილი რვა მოთხოვნიდან შვიდი დაკმაყოფილებულია, თუმცა მთავრობა ერთზე არ მიდის. მეორე, თითქოს ეს ჯაფარიძე-ხაზარაძის ფაქტორს უკავშირდება.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეცვლილიყო პირობები, როცა ტენდერი მათ მოიგეს და ტენდერში ეს პირობები არ იყო. ტენდერი არის რაღაც წესი. ამ წესის მიხედვით ვიღაცამ ვალდებულება აიღო და თუ მას ვერ ასრულებს, მაშინ გვერდით უნდა გაიწიოს. ამიტომ ამ ნაწილში საქართველოს მთავრობის მხრიდან დანაშაულს ვერ ვხედავ. პირიქით, იყო გადავადებები და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ჯაფარიძე-ხაზარაძესთან დაკავშირებულ კომპონენტს, თუ რატომ მოხდა ამ თემის წამოწევა, ამ ადამიანების დევნა, გარიყვა, აქ არის ბევრი ბუნდოვანება. მთავარი კითხვაა, თუ რა იყო იმ დიალოგის საგანი, რომელიც ივანიშვილ-ხაზარაძე-ჩხარტიშვილის ფორმატში შედგა. რა იყო განხეთქილების თემა, რამაც ასეთი დაპირისპირება გამოიწევია? რა ინტერესების გადაკვეთაა? რა ხდება სინამდვილეში აქ და რაშია შეუთანხმებლობა?! როგორც ჩანს, ტენდერის პირობები საქართველოს მთავრობის მხრიდან ირღვევა. რაკი ტენდერი გაიმართა, მათ აქვთ ვალდებულებები და მისი გადახედვა არაკეთილსინდისიერი გზებით არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

მისივე თქმით, ასევე უცნობია, თუ რა პირობებით მოიგო ხაზარაძემ გამოცხადებული ტენდერი.

“თუ ყურადღებას მიაქცევთ, მაშინ ხაზარაძე და მთელი მისი გუნდი აბსოლუტურად უჭერდა მხარს ივანიშვილს ყველა მის წამოწყებაში, მათ შორის ისეთ აგრესიულ წამოწყებებში როგორიც იყო, რეგულირებების შემოტანა, საპენსიო ფონდი შემოღება, სალომე ზურაბიშვილის არჩევა და ბევრი სხვა რამ. ისინი ყველაფერში მხარს უჭერდნენ, მაგრამ რა ფასად უჭერდნენ და რა იყო გარიგება, ჩვენს ეს უნდა ვიცოდეთ. აქცენტის მხოლოდ იმაზე გაკეთება, პორტი გვინდა-არ გვინდა, ასე არ არის. დიდი ხანია ცნობილია, რომ პორტი გვინდა, მაგრამ როგორ უნდა ავაშენოთ, ვინ უნდა ააშენოს, ვინ უნდა იხეიროს აქედან, ეს მნიშვნელოვანია საკითხებია. თუ პორტის მშენებლობა ჩაფიქრებულია სახელმწიფოს ხარჯზე, ეს ცხადად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ თითქოს და, ასე არ იყო და ინფორმაცია, რაც თავად მოგვეწოდებოდა, ეს კერძო წამოწყება იყო“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა – ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა, რაც “ინტერპრესნიუსს“ კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა