პრემიერი - ევროპაში გამართული კონკურსის შედეგად, მუცო საუკეთესო 16 პროექტს შორის მოხვდა

მინდა ყველას მოგილოცოთ, ევროპაში გამართული კონკურსის შედეგად, მუცო საუკეთესო 16 პროექტს შორის მოხვდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუცოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მუცოს და რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ადგილზე მოსახლეობას შესაბამისი საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

„ფონდ „ქართუს“ დახმარებით დავიწყეთ მუცოს გადარჩენის პროგრამა და ის წარმატებით მიმდინარეობს. უფრო მეტიც, მინდა ყველას მოგილოცოთ, ევროპაში გამართული კონკურსის შედეგად, მუცო საუკეთესო 16 პროექტს შორის მოხვდა. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, მეგობრებო, ვიაქტიუროთ ინტერნეტში, მუცო წარდგენილი არის მთავარ პრიზზე და მუცოს ეკუთვნის ეს წარმატება. მუცო საქართველოსთვის სიამაყის საგანია, ამავე დროს ის არის სიამაყე მსოფლიო კულტურისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის.

მე დღეს მოვდივარ არხოტიდან, ულამაზესი ხეობიდან და ვარ ბედნიერი. მე დღეს გავიცანი ორი ულამაზესი წყვილი, ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შექმნეს ოჯახები და ისინი იცხოვრებენ თავიანთ მამა-პაპისეულ მიწაზე. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიწყებდით მთის განვითარების პროგრამას რამხელა სკეპტიციზმი იყო მის გარშემო. ეს არის სწორედ მთავარი გამარჯვება, რომ, ქართველი ახალგაზრდები, რომელთა ძირი და ფესვები არის ამ ულამაზესი რეგიონიდან, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ იცხოვრონ თავიანთი წინაპრების მიწაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ შესაბამისი პირობები შევუქმნათ. ჩვენ უკვე ვაშენებთ არხოტისკენ მიმავალ გზას, არხოტისკენ მიმავალი გზა არასდროს ყოფილა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რელიეფის მქონე ადგილი. ამასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროგრამა, ინტერნეტი იქნება ყველგან, გუდამაყრის ხეობაში, შატილის თემში, მუცოში, არხოტის ხეობაში“,-განაცხადა ბახტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო