სურსათის ეროვნული სააგენტო - აგრარული ბაზრების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება. სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 37-მდე ობიექტი, მათგან 7 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, თუმცა, სააგენტოს მითითების შესრულების შემდეგ, მათ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს