მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისმა მეუღლემ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისი მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა ბათუმში, ანბანის კოშკთან ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ხელმოწერები გროვდება იმისათვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ ხელმოწერებს საქართველოს ყველა რეგიონში შეაგროვებენ.

„გადავწყვიტე რეგიონებში გავიდე და დავიწყო ხელმოწერების შეგროვება. პარლამენტმა ჩემი მოთხოვნა ჩააგდო, რომ საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. მინდა გაირკვეს რატომ მოხდა თემირლანის მკვლელობა და რას ეფუძნებოდა. ხელისუფლებას უნდა თემირლანის საქმე მთლიანობაში ჩაკლას და ამაზე საუბარი არ იყოს. გადავწყვიტე, რომ 100 ათასი ხელმოწერა შევაგროვო და იძულებული გავხადო თემირლანის საქმე სააშკარაოზე გამოვიდეს“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს