ბორჯომში დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ გაიმართება

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება და საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდება.

„დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობებით იქნება დატვირთული.

11:00-16:00 საათამდე მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში მოეწყობა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, გეზრბენში, ჭადრაკში, ნარდში, აქვე განთავსდება ეთნოგრაფიული კუთხეები და მოეწყობა კულინარიული კერძების მასტერკლასი.

13:00 საათიდან კი, ცენტრალურ პარკში გაიმართება კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. სამეწარმეო მარკეტი, წამყვანი წიგნის გამომცემლობების გამოფენები, საბავშვო კუთხეები, ფოტო გადაღებები, „პოეზიის საათი“, ინსტრუმენტული ტრიო - სადღესასწაულო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ზეიმს, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და გრანდიოზული გალა კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით დაასრულებს.

ღონისძიების ორგანიზატორია ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც დღესასწაულის თანადამფინანსებელია.

დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები და უცხოელი ვიზიტორები დაესწრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს