ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ტურისტების სიმცირის გამო, სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანებებს ვერ იხდიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას პროგრამის შემუშავებას სთხოვენ, რათა ბანკში სესხების გადავადება განხორციელდეს.

„ტურისტები არ ჩამოვიდნენ, სეზონი ჩავარდა, რამაც დაგვაზარალა. შემოსავალი ფაქტობრივად არ გვაქვს, ვითხოვთ, რომ მთავრობა დაგვეხმაროს სპეციალური პროგრამით“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეხვდა. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება მუშაობს, რათა მოსახლეობას ეს პრობლემა შეუმსუბუქდეს.

„ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს, რომ პრობლემა შეუმსუბუქდეთ მეწარმეებს. განიხილება საბანკო სესხების პროცენტების სუბსიდირების საკითხი, მაგრამ ეს რთული პროცესია. საჭიროა კონკრეტული კრიტერიუმების შემუშავება. უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი დაზუსტდება და მოსახლეობა მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას“, - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს