ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.