ქალმა მეწარმეებმა აგროტურიზმის საკითხები განიხილეს

ამბროლაურში, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ქალი მეწარმეებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრას აგროტურიზმით დაკავებულები ქალი მეწარმეები ესწრებოდნენ.

მეწარმე ქალებმა შეხვედრისას ის გამოწვევები განიხილეს , რომელიც აგროტურიზმის სფეროშია და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ბენეფიციარები შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის გამოყენებას სამომავლოდ საკუთარ საქმიანობაში გეგმავენ.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ , პროექტის მონაწილე მეწარმე ქალების ნაწილმა ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ტრეინინგები უკვე გაიარეს.

“პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები ,“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშვილმა.

მეწარმე ქალებს მხარდაჭერას პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ უწევდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას 2020 წლამდე გააგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო