ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ხანძარი იყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ხანძარი იყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში სახოვრებელი სახლის მეორე სართულს, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ელექტროღუმელის გვერდით მდებარე გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მომხდარის გამო ექვსი ოჯახი საჭიროებს განსახლებას, რაზეც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.