რუსთავში, მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები დროებით შეწყდა

რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები დროებით შეწყდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ღამის განმავლობაში მაშველები გააგრძელებენ მტკვრის ხეობის მონიტორინგს, დილიდან კი აქტიური სამძებრო ღონისძიებები მდინარეში კვლავ განახლდება.

რუსთავში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. მეთევზეებმა ნაპირზე მამაკაცის ტანსაცმელი ნახეს და 112-ში დარეკეს.

თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა