ბორჯომში დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ იმართება

ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება და საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდება.

„დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობებით იქნება დატვირთული.

11:00-16:00 საათამდე მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში მოეწყობა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, გეზრბენში, ჭადრაკში, ნარდში, აქვე განთავსდება ეთნოგრაფიული კუთხეები და მოეწყობა კულინარიული კერძების მასტერკლასი.

13:00 საათიდან კი, ცენტრალურ პარკში გაიმართება კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. სამეწარმეო მარკეტი, წამყვანი წიგნის გამომცემლობების გამოფენები, საბავშვო კუთხეები, ფოტო გადაღებები, „პოეზიის საათი“, ინსტრუმენტული ტრიო - სადღესასწაულო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ზეიმს, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და გრანდიოზული გალა კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით დაასრულებს.

ღონისძიების ორგანიზატორია ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც დღესასწაულის თანადამფინანსებელია.

დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები და უცხოელი ვიზიტორები დაესწრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა