ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019

მოძრაობა “20 ივნისის პოლიტპატიმრები” ყველა უსამართლოდ დაკავებულს დაიცავს

ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის

* * *

მოძრაობა “20 ივნისის პოლიტპატიმრები” ყველა უსამართლოდ დაკავებულს დაიცავს

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ 16 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს ახალი მოძრაობის “20 ივნისის პოლიტპატიმრების” დაფუძნების შესახებ აცნობა. აღნიშნული მოძრაობის მიზანი 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით “ქართულ ოცნებას” მხარს ვუჭერდი, მან კი ჩემი შვილი დააკავა” / მოძრაობა “20 ივნისის პოლიტპატიმრები” ყველა უსამართლოდ დაკავებულს დაიცავს.

“ მე ჩავუდგები სათავეში მოძრაობას, რომელსაც დღეს ვიწყებთ. ეს არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური მოძრაობა. ჩვენ თანამოაზრეები გვყავს ყველა ოპოზიციურ პარტიაში. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად. დავიცავთ ყველა პატიმარს, დავიცავთ იმ დასახიჩრებულებს, რომლებსაც დღეს აშინებენ და ეუბნებიან, რომ არ მომართონ ექსპერტიზას. ამ ადამიანებს ყველას დავუკავშირდებით და უანგაროდ დავეხმარებით. ამ ადამიანებს მოვუწოდებთ, მიმართონ სასამართლოებს, მოითხოვონ დასახიჩრებისთვის კომპენსაციები. თუ საჭირო გახდა სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართონ”, - განაცხადა კოტე კემულარიამ, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილზეც ისაუბრა. “ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამოგონებული ბრალდებით არის დაკავებული. ისევე, როგორც სახლშია გამოკეტილი ნიკა მელია. პრაქტიკულად, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ისინი დღეს არიან პოლიტპატიმრები”- დასძინა მან და ივანიშვილს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ 4 დაზარალებულს იცავს. “ამ ადამიანებს საზოგადოებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაცია, თუ რა ხდება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით”, - თქვა იაშვილმა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 20 ივნისი არის თარიღი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმური ჩარჩოებიდან გავიდა და ამ ძალადობის შემდეგ დღესაც არ არის ლეგიტიმურ ჩარჩოებში. მისი თქმით, დღეს ციხეებში არიან ადამიანები, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებდნენ და მტრის, ოკუპანტის წინააღმდეგ გამოვიდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ მომიწევდა საუბარი მოძრაობის შემქნაზე ადამიანის უფლებების დასაცავად. პოლიტიკოსებს, საზოგადოებას რამდენიმე ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა. ერთ-ერთი სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლაა, რომლებმაც ქართველი ერის სინდისი და ღირსება დაიცვეს 20 ივნისის ღამეს. ამ ბრძოლას ეს ადამიანები ციხეშიც აგრძელებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს რეჟიმი არჩევნების გზით დავასრულოთ... ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, თუ ის ხალხს არჩევანის უფლებას წაართმევს, მაშინ მას ხალხი გასცემს პასუხს”, - განაცხადა ქარდავამ, რომლის თქმით, “თუ არ მუშაობს ინსტიტუციები ამუშავდება ქუჩა, ქუჩიდან პასუხი კი ძალიან მწარე იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან გამწარებული და გაბრაზებული ვარ. არადა მეგონა, რომ ეს მთავრობა მე მოვიყვანე, ისე ვუჭერდი მხარს, მათ გვერდით ვიდექი. მათ კი ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს. გაბრაზებული ახალგაზრდები შიშველი ხელებით რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და დააკავეს. არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც ჩემს შვილს და სხვა ახალგაზრდებს წაუყენეს. ეს მუხლი აბსოლუტურად არ ესადაგება ჩემი შვილის ქმედებას. ყველას გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით...” განაცხადა დაკავებული ბესიკ თამლიანის დედამ. 20 ივნისის საქმეზე ვატო გელაშვილიც იყო დაკავებული, რომელიც გირაოთი გამოუშვეს - “ამ მოძრაობის დაფუძნება აუცილებელი იყო, რადგან იქ მყოფ ახალგაზრდებს აუცილებლად სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა. დღეს ჩვენ გვერდით დგომა აუცილებელია, რათა ამ ადამიანებმა თავის არ იგრძნონ მიტოვებულად. საზოგადოების მხრიდან ყურადღება არ უნდა მოდუნდეს”, - ამბობს ვატი გელაშვილი, რომლის აზრით, “ამიტომ იყო ამ მოძრაობის დაარსება საჭირო და გარდაუვალი”, - წერს სტატიის ავტორი.

ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის

"ვრცელდება პროგნოზები საქართველოსა და სომხეთს შორის მოსალოდნელი ომის თაობაზე. ეს ხდება იმ დროს, როცა საუკუპაციო ძალების მხრიდან მომდინარე გამალებული ბორდერიზაცია და კონფლიქტური რეგიონების ანექსიის მცდელობები ისედაც არღვევს საქართველოს სტაბილურობას. მიმომხილველები ისევ განიხილავენ კავკასიაში ახალი ცხელი კერის გაჩენისა და რეგიონული ომის შესაძლებლობას. საქართველოსა და სომხეთს შორის ომის გაღვივების დაანონსება “სპუტნიკ არმენიადან” და სხვა საშუალებებიდან პროვოკაციულად ჟღერს და როგორც ჩანს, შეესაბამება კრემლის ინტერესებს. თბილისი-ერევნის კონფლიქტის საკითხი წამოიჭრა მას შემდეგ, რაც ერევანში 13 აგისტოს მოულოდნელად ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი...”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის.

“პატრუშევი შეხვდა თავის სომეხ კოლეგა არმენ გრიგორიანსა და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს. ფორმალურად, მხარეებმა იმსჯელეს სირიაში მყოფი რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში სომხეთის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მცირე ჯგუფის მონაწილეობის შესახებ, ასევე “მესამე ქვეყნებისათვის” რუსული იარაღის მიყიდვის რეგლამენტაციაზე - “მესამე ქვეყნებში” იგულისხმება აზერბაიჯანი, რომელთანაც მოსკოვი იარაღით ისევე ვაჭრობს, როგორც სომხეთთან. თუმცა კავკასიელი და რუსი ექსპერტების გამოხმაურება გამოიწვია არა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე გაჭიანურებული კონფლიქტის ახალმა ტალღამ, არამედ შესაძლო ომმა საქართველოსა და სომხეთს შორის - ამის საბაბი, მათი აზრით, გახდა გამომწვევი კომენტარები თბილისიდან: მას შემდეგ რაც პატრუშევის ვიზიტის დროს ფაშინიანმა საჯაროდ გამოაცხადა ყარაბაღი სომხეთის განუყოფელ ნაწილად, საქართველოდან გაისმა განცხადებები, რომ ერევანი ზრდის მხარდაჭერას ყარაბაღისა და ჯავახეთის მიმართ. მიმომხილველები ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ სომხეთის საქართველოსთან ურთიერთობების გარკვევის ერთადერთი გზა სამხედრო გზაა. ეს აბსურდული და ალოგიკური გამონათქვამები საყურადღებოც არ იქნებოდა, რომ არა კავკასიაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა და რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ყველა მეთოდის აქტივიზაცია საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ვითარებაში სულ უფრო გაუგებარი ხდება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ორაზროვან განცხადებებს აკეთებს 2008 წლის ომზე და აცხადებს, რომ ის, ვინც მხარს არ უჭერს საქართველოს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან, მოღალატეა.... უკარინელი ჟურნალისტი კირილ საზონოვი, რომელმაც შვებულება საქართველოში გაატარა სახტად დარჩა ლოიალური დამოკიდებულებით ოკუპანტი რუსეთის მიმართ. მისი თქმით, 2008 წლის 8 აგვისტოს, ბათუმში თავისუფლად დასეირნობდნენ და ერთობოდნენ ტურისტები რუსეთიდან და არ შეხვედრია ქართველი, რომელიც რუსეთს გააკრიტიკებდა და ოკუპაციას გააპროტესტებდა. “ეს აუხსნელი ფენომენია, იქნებ ყველა პატრიოტი უკრაინაში გადმოვიდა?” - კითხულობს უკრინელი ჟურნალისტი. ამ კითხვაზე მან ზუსტი პასუხი ვერ იპოვა და თავი იმით დაიმშვიდა, რომ ქართველები ომის გამჩაღებლად სააკაშვილს თვლიან და რუსეთს არ ადანაშაულებენ... თუ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში ასეთია აზრია გამჯდარი, მაშინ ამ სეგმენტს არ უნდა გაუკვირდეს იმედზე გასული 2008 წლის ომზე გასული ფილმის შინაარსი”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა