ზაზა გაბუნია, მარიამ ჯაში და დიმიტრი ხუნდაძე, წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში დევნილებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან, ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში- წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ის საკითხები მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ისაუბრეს ამ სოფლებში შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მათვე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა