რუსთავში, მდინარე მტკვარში 35 წლამდე ასაკის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

რუსთავში, მდინარე მტკვარში 35 წლამდე ასაკის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ღამით კი მაშველები და პოლიცია მტკვრის ხეობის მონიტორინგს აწარმოებდნენ.

35 წლამდე ასაკის მამაკაცი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირიდან გაუჩინარდა. მეთევზებმა ნაპირზე მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ნახეს. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

დაკარგული მამაკაცის ვინაობაა უკვე დადგენილია.

იხილეთ ვიდეო: მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ნაპირზე მეთევზებმა ნახეს - რუსთავში, მტკვარში 35 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს