თორნიკე რიჟვაძე ბრატისლავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბრატისლავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთან იურაი მაიტანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი იურაი პივოვარჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე რეგიონულ დონეზე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. დაისახა კონკრეტული გეგმები, რაც ქართული და სლოვაკური კომპანიების ბიზნეს თანამშრომლობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა სლოვაკეთში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგული კამპანიის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს. დაისახა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების გზები. ამასთან, შეხვედრაზე სლოვაკეთის ტურისტულ გამოფენაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობის ინიციატივაც გამოითქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა