მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობასთან ღია შეხვედრებზე შეგროვილ ინფორმაციას სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებისას გავითვალისწინებთ

„მოსახლეობასთან ხელისუფლების შეხვედრები ყველა სოფელში, ყველა რეგიონში ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - ამის შესახებრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების არალის, ბოლაჯარისა და მოხეს მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ მელიორაციასთან, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, ბუნებრივი აირით და შეშით მომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები დააყენა. ასევე, ცქიტიშვილის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლები სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებით დაინტერესდნენ.

„თქვენ იცით, რომ ასეთი შეხვედრებით მომავალი წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებს გაითვალისწინებს. გარდა ამისა, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად, შეჯამებულ ინფორმაციას დავამუშავებთ სოფლის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა ტიპის პროგრამის შემუშავებისას,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის საჭიროებების დადგენის მიზნით, ხალხთან ღია შეხვედრები კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა