ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი შეწყდა

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი შეწყდა. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, დღეს დილით მათ ჩინეთის გვირაბებისა და ხიდების კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა.

„კომპანიის ხელმძღვანელი შეგვხვდა, მოისმინა ჩვენი მოთხოვნები. გვითხრა, რომ არ იცოდა ჩვენი პრობლემების შესახებ. მოლაპარაკება შედგა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ხელფასი 1 სექტემბრიდან გაიზრდება და დღეში 35 ლარი გახდება, ასევე პირობებიც გაუმჯობესდება, რაც მისაღებია და მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა ზაალ კვინიკაძემ.

მისი თქმით, მათი შენიშვნების გამო კომპანიის ხელმძღვანელმა სამი ჩინელი თანამშრომელი გაათავისუფლა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს