ფოთში, შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ფოთში, შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია კომპანიის გენერალურ დირექტორს იოსებ გორგილაძეს შეხვდა.

მისი თქმით, „ბარვილ ჯორჯიას“ თანმშრომელების მოთხოვნები ამ ეტაპზე დაკმაყოფილდა.

როგორც ალანიამ აღნიშნა, შპს „ბარვილ ჯორჯია“ უკვე გაყიდულია და იქ ახალი მფლობელი მალე შევა.

„შევხვდი შპს „ბარვილ ჯორჯიას“ ხელმძღვანელს, ვესაუბრე, გავაცანი გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები , რაც დაკმაყოფილდა. თუმცა, აღნიშნული კომპანია უკვე გაყიდულია, ახალი მფლობელი შპს „მელდოგია.“ ვიდრე ტერმინალზე გათავსებული კონტეინერების განულება არ მოხდება, რასაც დრო სჭირდება, ახალი მეპატრონე იქ ვერ შევა, შესაბამისად, ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა მოგვცა პირობა, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები ამ ეტაპზე დაკმაყოფილდება და სწორედ ამ პირობით მათ მუშაობა განაახლეს. ასევე შევხვდი ახალი მფლობელის, კომპანია „მელდოგის“ წარმომადგენლებს. მათ მითხრეს , რომ „ბარვილ ჯორჯიაში“ ყველა დასაქმებულს გაესაუბრებიან და აუცილებლად შესთავაზებენ თავიანთ კომპანიაში მუშაობას. თუმცა ამბობენ, რომ მათ განსხვავებული მუშაობის სტილი აქვთ“, - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

შეგახსენებთ, რომ შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორებას ითხოვდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა