საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული  საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 19:00 საათზე ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე. საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა