ზაზა გაბუნია, დიმიტრი ხუნდაძე და  მზია გიორგობიანი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

ზაზა გაბუნია, დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელებში, სიმონიანთხევსა და სიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემურ საკითხებს ადგილზე გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ესაა საგზაო იფრასტრუქტურა და წყალანირება. ისაუბრეს ამ სოფლებში შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს პრობლემებზე დროულ რეაგირებას და გამოკვეთილი საჭიროებების მოგვარებისთვის მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებას დაპირდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა