დავით ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ ზეღულეთში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ ზეღულეთში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართელოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

ბაქრაძის განმარტებით, სოფელ ზეღულეთის მაცხოვრებლებს სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ. მათ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს , მაგრამ უშედეგოდ და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს ვაშლის მოსავალი უწყლობის გამო სრულიად განადგურებულია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ იმ პრობლემებს, რაც სოფელ ზეღულეთის მოსახლეობას აწუხებს. „ერთადერთი შემოსავალი ამ რაიონისა და სოფლის მაცხოვრებელთათვის არის მათი ბაღები და ვაშლის მოსავალი, თუმცა სოფელს უზარმაზარი პრობლემა აქვს. ეს არის უწყლოობა. პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ დგას უსამართლობის პრობლემაც, რადგან აქვე, გვერდზე, ადგილობრივი დეპუტატის ბაღს, წყალი მიეწოდება. ანუ გამოდის, რომ ერთი და იგივე ტერიტორიაზე ადგილობრივი დეპუტატის ბაღი არის პრივილეგირებულ ვითარებაში და ირწყვება, ხოლო სოფლის ჩვეულებრივი მოსახლეობა საერთოდ უპატრონოდაა, განწირულია და მიტოვებულია. აი ეს არის ამ პრობლემის ანატომია - უწყლობა, უყურადღებობა და ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ საკუთარ ჯიბესა და ინტერესზე ზრუნვა. ამიტომ ამ ადამიანებს ჭირდებათ მიხედვა, ჭირდებათ გვერდში დგომა, იმიტომ, რომ მთავარი და ერთადერთი შემოსავალი ამ ადამიანებისთვის არის ვაშლი. როდესაც საუბრობს ჩვენი ხელისუფლება, რომ სოფელი ფეხზე დააყენა და მიხედა, მოვუწოდებ მათ, რომ ჩამოვიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაშია ადგილობრივი მოსახლეობა, როგორ უჭირთ ადამიანებს და როგორ უნადგურდებათ ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ იმის გამო, რომ რაიონში არის სრული უყურადღებობა და უპატრონობა. რიგითი ადამიანის პრობლემა არავის არ აწუხებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს