გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად შვებულებაში ყოფნისა, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა. თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ იოსებ დვალიშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც დაკავებულის ახლობლებს შეხვდა.

თავზარაშვილი მის შვებულებაში ყოფნის გამო ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა მისი წარმომადგენელი და შექმნილ მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა.

,,ვიმყოფებოდი შვებულებაში, აქ იმყოფებოდა ჩემი მოადგილე, ასევე მერის წარმომადგენელი და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ვფლობდი დეტალურ ინფორმაციას. ახლა შევუდექი მუშაობას, შევხვდი დაკავებული დვალიშვილის ოჯახს და ასევე, დღესევე ვაპირებ, რომ მოვინახულო სხვა დაკავებულების ნათესავები“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა