სენაკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთმა კლინიკა დატოვა, ორი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება

სენაკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთმა კლინიკა დატოვა, ორი კი მკურნალობას აგრძელებს, - ამის შესახებ სენაკის კლინიკის „არქიმედეს“ მენეჯერმა მარეხ ადანაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა მძიმეა.

„სულ სამი პაციენტი იყო შემოყვანილი. ერთმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ორი პაციენტი კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა მძიმეა, მრავლობითი დაზიანებები აქვთ და აგრძელებენ მკურნალობას. სავარაუდოდ მათ კლინიკაში დარჩენა კიდევ რამდენიმე დღე მოუწევთ“, - განაცხადა ადანაიამ.

შეგახსენებთ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა