გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N109 ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 000 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, განათება, მოსასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის სოკო და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გია კონსტრაქშენ“ ახორციელებს. პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 133 447 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს