რუსთავი-თბილისის მიმართულებით, რამდენიმე მარშრუტზე, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 1,80 ლარამდე გაიზარდა

რუსთავი - თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე, დღეიდან 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

გაზრდილი მგზავრობის საფასურის გადახდა მგზავრებს შემდეგ მარშრუტებზე მოუწევთ: რუსთავი-თოდრიას მოედანი-დიდუბე; რუსთავი-რკინიგზის სადგური-თბილისი-თორნიკე ერისთავის ქუჩა; რუსთავი-ძველი ბაზარი - „თბილისი ცენტრალი“; რუსთავი-12 მკ/რ-ი-სადგურის მოედანი; რუსთავი-ძველი ავტოსადგური-ვარკეთილი, რუსთავი-ფიროსმანის ქუჩა - სპორტის სასახლე.

ფასის გაზრდის შესახებ განცხადება კომპანია „ინტერტრანსმა“ მიკროავტობუსებში 17 აგვისტოს გამოაკრა, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება მოყვა.

კომპანია „ინტერტრანსი“ მგზავრობის საფასურის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთი წელია რაც ითხოვდა.

მგზავრობის ახალი ტარიფის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება კი რუსთავის საკრებულომ გასულ კვირას მიიღო. მანამდე, ,,ინტერტრანსის“ მიმართვის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, სამგზავრო ფასის შემსწავლელმა საბჭომ გამოიკვლია მგზავრობის ფასზე მოქმედი ფაქტორები, ასევე მგზავრთნაკადი, საწვავის ფასი, მძღოლის ყოველდღიური შემოსავალი და სხვა კრიტერიუმები.

როგორც საკრებულოში განმარტავდნენ, ჩატარებული სამუშაოს შედეგად, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნის საფუძველზეც, 6 მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება 1,80 ლარით განისაზღვრა.

მგზავრობის საფასური იგივე დარჩა და არ გაზრდილა: რუსთავი-ძველი ბაზარი-მოსკოვის გამზირი; რუსთავი-ძველი ბაზარი-„ისთ ფოინთი“; რუსთავი-შარტავას გამზირი-ლილო; რუსთავი-მეტალურგიული ქარხანა- გლდანი; რუსთავი-მე-19-ე მკ/რ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა