დავით ბაქრაძემ ბახმაროში მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა

დავით ბაქრაძემ ბახმაროში მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა

,,ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ბახმაროში დოღს დაესწრო და მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

„ბახმაროში დოღი მართლაც სახალხო დღესასწაულია. მთელ გურიას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ასევე, დღეს არის ფერისცვალება, ვულოცავ მთელ საქართველოს და ვისურვებ, რომ ჩვენს ქვეყანას სიკეთისა და უკეთესობისკენ ეცვალოს ფერი,”- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ,,ევროპული საქართველოს’’ პრესსამსახური ავრცელებს.