ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ.

თავდაპირველად ცეცხლი ხმელ ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 15 ჰექტრამდე ტერიტორია.

ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.