გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:30-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი და მისაქციელი.
13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დაბა სტეფანწმინდასა და სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.