ლაგოდეხში, სოფელ შრომაში ხანძარია

ლაგოდეხში, სოფელ შრომაში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახსა და სავარგულებს უკიდია.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 15 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ხანძარი ლოკალიზებული არ არის.