ლაგოდეხში, სოფელ შრომაში ხანძარი ლოკალიზებულია

ლაგოდეხში, სოფელ შრომაში ხანძარი ლოკალიზებულია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და სავარგულებს ეკიდა. ადგილზე ხანძრის ლიკვიდირებას 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 15 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.