რუსთავში, მშენებელთა და წმინდა ნინოს ქუჩების გადაკვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი „ფორდ ტრანზიტს" შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ქალი დაშავდა. მათი ასაკია: 64, 46 და 21 წელი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისათვის, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.