გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 21 აგვისტოს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ციხისძირი, მუხრანი, ქანდა, ქსანი, აღაიანი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, ციხისძირი, ვარდისუბანი.

12:00 საათიდან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, გარბანი, გორისციხე, არშა, ფხელშე, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - არაგვისპირი, ბოდორნა, ხეობა, ჩინთი, ახალციხე, ვარცლა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა